Thumbnail

ემინემის მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებულ ცრუ პოსტს მსმენელების კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Eminem-ის თაყვანისმცემლები მუსიკოსის მდგომარეობაზე მას შემდეგ ანერვიულდნენ, რაც აღმოაჩინეს, რომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე ტრენდებში ჰეშთეგი #RIPEminem (მშვიდად განისვენე, ემინემ) ლიდერობდა. დასავლური მედიის ვარაუდით, გაუგებრობა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის პოსტს მოჰყვა:

"ემინემი მოვკალი", - დაიწერა ანგარიშით @Levicumsock, რომელიც მოგვიანებით დაიბლოკა.

Us Weekly: ემინემი ღელავს, რომ მერაია მემუარებში მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრებს

მას შემდეგ, რაც რეპერის თაყვანისმცემლები დარწმუნდნენ, რომ მათი კერპი ცოცხალი და უვნებელი იყო, სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს:

"რატომ არის ტვიტერის ტრენდებში #RIPEminem, როცა ის ცოცხალია? შეწყვიტეთ, 2020 ისედაც ყველაზე საშინელი წელია".

"#RIPEminem-ის დანახვისას ემოციები ვერ შევიკავე".

"წყალზე მორბენალი მე მას შემდეგ, რაც ეს ჰეშთეგი დავინახე და უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემს ბიჭს ყველაფერი რიგზე ჰქონდა".

"ასე ვექცევი ადამიანს, რომელმაც #RIPEminem პირველმა დაწერა".

"ზედმეტი მოგივიდათ, კიდევ კარგი, ეს ვიღაც, უბრალოდ, ტროლია".

ეპოქალურმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული