Thumbnail

Cardi B-მ ჰიტის WAP წარმატების აღსანიშნავად Megan Thee Stallion-ს საჩუქარი გაუგზავნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტი WAP ბილბორდის ისტორიაში სადებიუტო კვირაში ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიცია გახდა და გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ჩარტის, ცხელი ასეულის სათავეშიც მოექცა. ამ წარმატების აღსანიშნავად მეგანმა ქარდისგან საჩუქარი მიიღო, რომლის გახსნის ამსახველი კადრებიც ინსტაგრამზე გაავრცელა.

Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტმა WAP რეკორდი დაამყარა

Cardi B-მ გაამხილა, რამდენი დახარჯა კლიპის WAP გადაღებამდე კორონავირუსის ტესტებზე

როგორც აღმოჩნდა, რეპერმა სპეციალურად მეგანისთვის Hermes-ის ბირკინის ჩანთა შეუკვეთა, რომელიც WAP-ზე გადაღებული კლიპის სცენებით არის გაფორმებული.

"მენეჯერმა შემომიარა და მითხრა, რომ ქარდის ჩემთვის რაღაც ჰქონდა გამოგზავნილი. მადლობა, არც კი მჯერა. ახლა ვფიქრობ, მე რა ვაჩუქო", - დაწერა მეგანმა და პოსტზე ქარდი მონიშნა.

ახალი ტრეკის წარმატება თავად ქარდი ბისაც არაერთმა ადამიანმა და კომპანიამ, მათ შორის ქმარმა, რეპერმა Offset-მა და Fashion Nova-მ მიულოცეს. მან მიღებული თაიგულები და ტკბილეული ინსტაგრამის სთორების საშუალებით აჩვენა თაყვანისმცემლებს.

ქარდიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ვიდეორგოლში მათთან ერთად მილიარდერი ტელევარსკვლავი, კაილი ჯენერი, ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, ნორმანი და ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია მონაწილეობენ. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული