Thumbnail
ფოტო: ანა ბოკო / Forbes

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ კომპოზიციას Alio ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის, KayaKata-ს წევრი მაქსიმე მაჩაიძე, პროექტის Airmax925 ფარგლებში, კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას Alio ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

ნახეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ კომპოზიციას moshi moshi ავრცელებს

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული