Thumbnail

ბარაკ ობამამ 2020 წლის ზაფხულის ფლეილისტი გამოაქვეყნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ინსტაგრამის გვერდზე საზაფხულო ფლეილისტი გამოაქვეყნა. მის რჩეულ კომპოზიციებს შორის მოხვდა ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ბილი აილიში, რიანა, ბობ მარლი, ბობ დილანი, სტივი უანდერი, ნინა სიმოუნი, ბიონსე და სხვები.

► მოუსმინეთ: მიშელ ობამამ 40 კომპოზიციისგან შემდგარი ფლეილისტი გაავრცელა

"ბოლო რამდენიმე თვე ოჯახის წევრებთან ერთად მუსიკის მოსმენას დიდი დრო დავუთმე. მსურდა, რომ ჩემი ფავორიტი საზაფხულო კომპოზიციების ნაწილი თქვენთვისაც გამეზიარებინა. ტრადიციულად ეს არის სხვადასხვა ჟანრის მიქსი, რომელიც დროში გვამოგზაურებს. ვფიქრობ, ყველა თქვენგანი იპოვით მოსაწონ ტრეკს. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ", - წერს ობამა ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტში.

მოუსმინეთ ობამას ფლეილისტს სრულად:

კომენტარები

ბოლოს დამატებული