Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა მაიამი ბიჩზე 40 მილიონ დოლარად სახლი იყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა და მისმა საქმრომ, ბეისბოლის ვარსკვლავმა, ალექს როდრიგესმა ფლორიდაში, ქალაქ მაიამი ბიჩის დასახლება სთარ აილენდში 40 მილიონ დოლარად სახლი შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ მაიამი ბიჩზე, რომელსაც თავად მომღერალი მეორე სახლს უწოდებს, მისი დაბადების დღის თარიღი, 24 ივლისი "ჯენიფერ ლოპესის დღედ" არის გამოცხადებული.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი მალიბუში სახლს $8 მილიონად ყიდის

ნახეთ, როგორ აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა 51-ე დაბადების დღე

ჯენიფერ ლოპესმა გაიხსენა, ვინ შეარქვა ჯეილო

3716 კვ.მ. ფართობის მქონე შენობაში 10 საძინებელი, 12 სველი წერტილი, სამზარეულო, მისაღები ოთახი, ბიბლიოთეკა და მარანია მოწყობილი, ეზოში კი საცურაო აუზია განთავსებული. სახლს თავისი ნავმისადგომიც აქვს, შენობიდან კი მაიამი ბიჩის ხედი იშლება.

ეს წყვილის პირველი სახლი არ არის ფლორიდაში. ჯეილო და ალექსი ქალაქ ქორალ გეიბელსშიც ფლობენ აპარტამენტს. ამასთან, მათ საკუთრებაშია ლოს ანჯელესში, ბელ ეარის დასახლებაში მდებარე 28-მილიონიანი საცხოვრებელი, $10 მილიონად შეფასებული სახლი ლონგ აილენდზე და ვილა კალიფორნიაში, ოკეანისპირა ქალაქ მალიბუში, რომელსაც ისინი ამჟამად 8 მილიონ დოლარად ყიდიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული