Thumbnail

ნახეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ კომპოზიციას moshi moshi ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის, KayaKata-ს წევრი მაქსიმე მაჩაიძე, სასცენო სახელით Airmax925, ახალ კომპოზიციას moshi moshi ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი თავად მაქსიმეა.

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული