Thumbnail

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ახალგაზრდა კოლეგისა და მეგობრის, 2019 წლის მარტში მოკლული ნიფსი ჰასლის პატივსაცემად ჩაწერილი კომპოზიცია Nipsey Blue ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა. ვეტერანმა დასავლელმა ნამუშევარში სოულ შემსრულებლის, დოროთი მურის ცნობილი სიმღერის Misty Blue სემპლი გამოიყენა.

ნახეთ: Problem, Freddie Gibbs და Snoop Dogg კლიპს Don’t Be Mad At Me ავრცელებენ

Royce Da 5'9": სნუპ დოგის Doggystyle ემინემის ყველა ალბომს მირჩევნია

ნახეთ: The Game და Nipsey Hussle კლიპში Welcome Home

სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ალბომით Doggystyle დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული