Thumbnail

ნახეთ: Problem, Freddie Gibbs და Snoop Dogg კლიპს Don’t Be Mad At Me ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ მარტინმა, ფსევდონიმით Problem, კომპოზიციის Don’t Be Mad At Me ალტერნატიულ ვერსიაზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჯეისონის ჩანაწერში კარიერის მწვერვალზე მყოფი ინდიანელი რეპერი, ფრედი გიბსი და ლეგენდარული სნუპ დოგი მონაწილეობენ.

ჯეისონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მან ისეთი კოლეგების აღიარება დაიმსახურა, როგორებიც ნასი და თალიბ ქვალი არიან. დასავლელი რეპერის დისკოგრაფიაში 2 ალბომი, ამდენივე EP და ათზე მეტი მიქსტეიპი ერთიანდება. კარიერის განმავლობაში მან გავლენიან შემსრულებლებთან, მათ შორის ფარელ უილიამსთან, ქენდრიქ ლამართან, სნუპ დოგთან, უორენ ჯისთან, ჩაილდიშ გამბინოსთან და სხვა ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული