Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა 5 მილიონ დოლარად კალიფორნიაში სახლი იყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესის ოლქის ქალაქ ჰიდნ ჰილსში 5 მილიონ დოლარად სახლი შეიძინა. 4 856 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე, საცხოვრებელთან და გამწვანებულ ეზოსთან ერთად, საჯირითო მოედანი არის განთავსებული.

ნახეთ: როგორ მოაწყო სელენა გომესმა ახალ სახლში მუსიკის ოთახი

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი მალიბუში სახლს $8 მილიონად ყიდის

ტრევის სკოტმა ლოს ანჯელესში სახლი $23.5 მილიონად ნაღდი ფულით იყიდა

1950-იანი წლების ბოლოს აგებული, 557კვ.მ. ფართობის მქონე შენობა მისაღებს, საძინებელს, სააბაზანო ოთახებსა და სახლის კინოთეატრს მოიცავს. ეზოში კი ღია საცურაო აუზი და ბუხარია მოწყობილი.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული