Thumbnail

სელენა გომესმა გაამხილა, როდის გამოუშვებს Blackpink-თან ერთად ჩაწერილ სიმღერას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მსახიობმა და მუსიკოსმა, სელენა გომესმა ტვიტერის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ პოპულარულ სამხრეთკორეულ ჯგუფ Blackpink-თან ერთად ჩაწერილ კომპოზიციას მალე გამოუშვებს. 28 წლის არტისტმა ეს ინფორმაცია სიმღერის ოფიციალურ პოსტერთან ერთად გაავრცელა. ნამუშევრის დასახელება ჯერჯერობით უცნობია.

The Pussycat Dolls ჯგუფ Blackpink-ს ჩარტებში მათი რეკორდის გამეორებას ულოცავს

BLACKPINK-მა იუთუბზე BTS-ის რეკორდი მოხსნა

"სიხარულით გაცნობებთ, რომ "ბლექფინქთან" ერთად სიმღერა ჩავწერე, რომელიც 28 აგვისტოს გამოვა", - დაწერა სელენამ.

კოლექტივის ლეიბლმა YG Entertainment რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ გოგონების ახალ კომპოზიციაში მოწვეული არტისტი მიიღებდა მონაწილეობას. თაყვანისმცემლებმა მალევე იეჭვეს, რომ ეს სწორედ სელენა გომესი იქნებოდა, თუმცა, მათი ვარაუდი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

კომპოზიცია "ბლექფინქის" სადებიუტო სტუდიურ ალბომში BLACKPINK: The Album სინგლის სახით იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება. სტუდიური ნამუშევრიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სიმღერა How You Like That არის გავრცელებული.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გოგონებმა პოპვარსკვლავ ლედი გაგასთან ითანამშრომლეს. მათ გაგას ბოლო ალბომში Chromatica შესულ კომპოზიციაში Sour Candy მიიღეს მონაწილეობა.

ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ოთხგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული