Thumbnail

ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენელმა, მაილს პარკს მაქკალუმმა, ფსევდონიმით Lil Yachty, კომპოზიციაზე Pardon Me გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა შემსრულებლის ჩანაწერში მისი პოპულარული ატლანტელი კოლეგა Future მონაწილეობს. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Mike WiLL Made-It გახლავთ. ნამუშევარი ლილ იარის ბოლო ალბომის "Lil Boat 3" სინგლია.

მოუსმინეთ: Lil Yachty ახალ ალბომს Lil Boat 3 ავრცელებს

ნახეთ: Lil Yachty - Split | Whole Time

ნახეთ: Lil Yachty x Drake x DaBaby - Oprah's Bank Account

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული