Thumbnail

ნახეთ: ემი უაინჰაუსი და The Rolling Stones სიმღერას Ain't Too Proud to Beg ასრულებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან ახლახან 9 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით გამოცემამ Far Out 2007 წლის ვიდეო გაიხსენა, რომელშიც ემი ლეგენდარულ The Rolling Stones-ს სცენაზე უერთდება და ბენდთან ერთად კომპოზიციას Ain't Too Proud to Beg ასრულებს. "როლინგ სთოუნზი" კონცერტს ფესტივალ Isle of Wight-ის ფარგლებში მართავდა.

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. 2006 წელს გამოცემული მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული