Thumbnail

Cardi B-მ ახალ ინტერვიუში ნიკი მინაჟი შეაქო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ქალი ჰიპ ჰოპ არტისტი, ბელქალის ალმანზარი, ფსევდონიმით Cardi B, მედიაპლატფორმის Apple Music სტუმარი გახლდათ. გრემის მფლობელ შემსრულებელს ჟურნალისტი ნადესკა ალექსისი ესაუბრა. ინტერვიუში ქარდი არაერთ საინტერესო საკითხს, მათ შორის ჟანრში ქალი რეპერების მომრავლებას შეეხო.

Cardi B და Megan Thee Stallion კაილი ჯენერის მონაწილეობით კლიპს WAP ავრცელებენ

Cardi B: ქალ რეპერებს თავის დამკვიდრება გავუადვილე

Cardi B: ბევრნაირი ქალი რეპერი უნდა გვყავდეს, რათა მსმენელმა მასში საერთო დაინახოს

"როდესაც 6-7-8 წლის ვიყავი, ჰიპ ჰოპში არაერთი კარგი ქალი რეპერი მოღვაწეობდა. თუმცა, მოგვიანებით იყო პერიოდი, როდესაც ქალი არტისტები გაქრნენ. ამიტომ ისევ ადრეული 2000-იანების ტრეკების მოსმენა მიწევდა. შემდეგ კი გამოჩნდა ერთი ქალი შემსრულებელი (იგულისხმება ნიკი მინაჟი), რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა და საქმეს თავს მშვენივრად ართმევდა. ხვდებით ხომ, რას ვამბობ? ის დღესაც ერთ-ერთი წამყვანი არტისტია", - განაცხადა მუსიკოსმა.

ქარდი ბი და ნიკი მინაჟი ჰიპ ჰოპის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. ქარდი მეინსტრიმში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ნიკი ჯერ კიდევ მოთხოვნად მუსიკოსად ითვლებოდა და ჟანრში ერთპიროვნულად დომინირებდა. პირველობისთვის ბრძოლამ რეპერებს შორის ურთიერთობა დაძაბა. 2018 წელს ქარდისა და ნიკის უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა. კარიერის განმავლობაში მათ მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლეს. მსმენელმა ისინი ატლანტური გაერთიანების Migos ჰიტში MotorSport იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული