Thumbnail

კეტი პერი: ორლანდო ბლუმთან ურთიერთობის სირთულეებს სიმღერა მივუძღვენი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ ჟურნალ People-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ მის მომავალ ალბომში Smile კომპოზიცია Champagne Problems შევა, რომელიც მსახიობ ორლანდო ბლუმთან ურთიერთობის სირთულეებს მიუძღვნა. სტუდიური ნამუშევრის გავრცელება 28 აგვისტოს იგეგმება.

ნახეთ: კეტი პერი კომპოზიციაზე Smile გადაღებულ კლიპს ავრცელებს

კეტი პერი: ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ გაღიმების უნარი დავკარგე

"ეს სიმღერა იმის შესახებაა, თუ რამდენი სირთულე გამოვიარეთ. დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები. ყველა წყვილი დგას გამოწვევების წინაშე. თუმცა, თუ ნამდვილი ურთიერთობაა, ის აუცილებლად შეგცვლის უკეთესობისკენ", - ამბობს მუსიკოსი.

ინტერვიუში არტისტმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკელი მუსიკოსის, ჯასტინ ტიმბერლეიკის რიგით მესამე ალბომში The 20/20 Experience შესული კომპოზიციის Mirrors ერთ-ერთი ფრაზა ზუსტად ასახავს მის პირად გამოცდილებას.

"ზუსტად ვხვდები, რას გულისხმობს ჯასტინ ტიმბერლეიკი, როცა მღერის You're my mirror (ჩემი ანარეკლი ხარ), რადგან ეს სრული ჭეშმარიტებაა - ურთიერთობას შეუძლია, დაგანახოს ის, რასაც საკუთარ თავში მანამდე ვერ ხედავდი", - აღნიშნა მუსიკოსმა.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 2016 წლიდან ხვდებიან. 2017 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, შერიგების შემდეგ კი დაინიშნენ. წყვილი პირველი საერთო შვილის, გოგონას მოლოდინშია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული