Thumbnail

ბილი ჯო არმსტრონგი: მეგონა, რომ Green Day-ს ეს სიმღერა ხალხს შესძულდებოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული პანკ როკ ბენდის, Green Day-ს ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა გამოცემა Kerrang!-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ 1997 წელს კომპოზიციაზე Good Riddance (Time of Your Life) მუშაობისას ძალიან ღელავდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ თაყვანისმცემლებს ის არ მოეწონებოდათ.

მოუსმინეთ: ბილი ჯო არმსტრონგმა ჯონ ლენონის კომპოზიცია Gimme Some Truth დააქავერა

ნახეთ: ბილი ჯო არმსტრონგმა შვილებთან ერთად I Think We're Alone Now შეასრულა

"სიმღერაზე მუშაობის დროს მართლაც მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ მსმენელს ის ძალიან შესძულდებოდა. თუმცა, ტრეკს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მივხვდი, რომ რაღაცას მივაღწიე. როგორც არტისტმა გავაცნობიერე, რომ არ არის საჭირო, მუდმივად ყველა ვასიამოვნო", - ამბობს ბილი ჯო.

Good Riddance (Time of Your Life) "გრინ დეის" რიგით მეხუთე ალბომში Nimrod არის წარმოდგენილი. სიმღერამ დიდ ბრიტანეთში პლატინის სტატუსი მოიპოვა. 2014 წელს აშშ-ში ნამუშევრის 2,6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული.

Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული