Thumbnail

იაპონელი მუსიკოსი Joji და ამერიკელი პროდიუსერი Diplo ახალ კომპოზიციას Daylight და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. სინგლი ჯოჯის მომავალ ალბომში Nectar იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Diplo სტუდიურ ალბომს Snake Oil ავრცელებს

ჯორჯ მილერმა პროექტი Joji 2015 წელს შექმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა ამ ფსევდონიმით სადებიუტო ალბომი Ballads 1 გაავრცელა. ჯოჯის შემოქმედება არენბის, ტრიპ ჰოპსა და ლოუ ფაის აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 2014-17 წლებში არტისტი კომედიური ხასიათის ჰიპ ჰოპ პროექტში Filthy Frank / Pink Guy მოღვაწეობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული