Thumbnail

ნახეთ: როჯერ უოტერსმა Pink Floyd-ის Vera და Bring the Boys Back Home შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა თავისი ბენდის წევრებთან ერთად ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ის კომპოზიციები Vera და Bring the Boys Back Home შეასრულა. სიმღერები კოლექტივის საკულტო ალბომში The Wall არის წარმოდგენილი, რომელიც 1979 წელს გამოიცა.

ნახეთ: როჯერ უოტერსი Pink Floyd-ის ჰიტს Time ასრულებს

ნახეთ: როჯერ უოტერსმა Pink Floyd-ის სიმღერა Two Suns in the Sunset შეასრულა

ნახეთ: როჯერ უოტერსი სიმღერას Another Brick in the Wall ასრულებს

როჯერ უოტერსმა სიდ ბარეტთან, რიჩარდ რაითთან და ნიკ მეისონთან ერთად ჯგუფი Pink Floyd 1965 წელს დააარსა. მუსიკოსმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელმაც Billboard 200-ში რეკორდული დრო, 900-ზე მეტი კვირა დაჰყო.

1984 წელს უოტერსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Pros and Cons of Hitch Hiking გაავრცელა. გრემის მფლობელ მუსიკოსს დღემდე ხუთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათ შორის ბოლო Igor Stravinsky's The Soldier's Tale 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული