Thumbnail

ნახეთ: Tame Impala კომპოზიციის Is It True კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიური პროექტის, Tame Impala-ს შემქმნელმა, კევინ პარკერმა კომპოზიციაზე Is It True გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მის რიგით მეოთხე ალბომში The Slow Rush შედის, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Tame Impala-მ 070 Shake-ის ტრეკის Guilty Conscience რემიქსი გაავრცელა

Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. პროექტმა, რომლის ჟღერადობაც 1970-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული, დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: The Less I Know the Better, Let It Happen და Feels Like We Only Go Backwards.

კომენტარები

ბოლოს დამატებული