Thumbnail

ცნობილი პოპ პანკ ჯგუფი Blink-182 ახალ კომპოზიციას Quarantine ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ სტუდიური ჩანაწერში შევა, რომელიც გაყიდვაში ზაფხულის ბოლომდე ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ბენდის მომავალ EP-ში, სხვა არტისტებთან ერთად, პოპულარული მუსიკოსები, ფარელ უილიამსი და ლილ უზი ვერტი მიიღებენ მონაწილეობას.

ტრევის ბარკერი: Blink-182 ახალ EP-ს ზაფხულის ბოლომდე გამოსცემს

Blink-182 კალიფორნიაში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2005-ში ბენდი დაიშალა, თუმცა, ბიჭები 4 წლის შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: All The Small Things, I Miss You, First Date და Adam's Song.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული