Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერი NLE Choppa სადებიუტო ალბომს Top Shotta ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

17 წლის მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბრაისონ ფოთსმა, ფსევდონიმით NLE Choppa, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Top Shotta ჩაუშვა. სამხრეთელი რეპერის სტუდიური ნამუშევარი 20 კომპოზიციას, მათ შორის პოპულარულ სინგლებს Free Youngboy, Shotta Flow 3, Shotta Flow 5 და Walk Em Down აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში ჩოპამ ითანამშრომლა კოლეგებთან: Mulatto, Roddy Ricch, Chief Keef და Lil Baby.

ბრაისონმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. იმავე წელს სამხრეთელმა რეპერმა პირველი მიქსტეიპი No Love the Takeover გამოაქვეყნა. თუმცა, არტისტი ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი სინგლით Shotta Flow გაიცნო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული