Thumbnail

ფოტოგალერეა: ჯასტინ ბიბერი ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად მოინათლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

26 წლის კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და მისი ცოლი, 23 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი მოინათლნენ. მუსიკოსმა რელიგიური რიტუალის ამსახველი ფოტოები უკვე გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერი ტრეკის Whats Poppin რემიქსში რეპავს

ჯასტინ ბიბერი: სექსისგან თავის შეკავებამ ღმერთთან დამაახლოვა

"მე და ჩემი ცოლი ერთად მოვინათლეთ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იყო. იესოს მიმართ სიყვარული და ნდობა საჯაროდ გამოვხატეთ ჩვენი ოჯახისა და მეგობრების თანდასწრებით", - აღნიშნა მომღერალმა.

წყვილი ეკლესიის Churchome პასტორმა, ჯუდა სმიტმა მონათლა. ჯასტინმა ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

Brothers @judahsmith

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი ჯვარი დაიწერეს და საქორწილო წვეულებაც გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული