Thumbnail

ნახეთ: Black Eyed Peas კომპოზიციის Action ვიდეორგოლს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Black Eyed Peas კომპოზიციაზე Action გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის ბოლო ალბომში Translation შედის, რომელიც გაყიდვაში 19 ივნისს ჩაეშვა. ვიდეორგოლზე გაერთიანების წევრთან, will.i.am-თან ერთად, პაშა შაპირომ და ერნსტ ვებერმა იმუშავეს.

Black Eyed Peas-ის წევრებმა განმარტეს, რატომ წავიდა ფერგი ჯგუფიდან

ნახეთ: Black Eyed Peas - NO MAÑANA Ft. El Alfa

Black Eyed Peas ლოს ანჯელესში 1995 წელს შეიქმნა. 6 გრემის მფლობელი კოლექტივი 76 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათი შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და EDM-ს აერთიანებს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: Where Is The Love?, Pump It, Shut Up, Don't Phunk With My Heart და Don't Lie მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული