Thumbnail

კარგ ალბომს ეფექტური გარეკანი დამატებით ხიბლს სძენს. სწორედ ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსიკოსები ჩანაწერის ვიზუალური გაფორმებისთვის ინსპირაციას ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის შემოქმედებიდან იღებენ.

ჩვენს სტატიაში სწორედ სხვადასხვა დროს გამოცემულ ჩანაწერებზე ვისაუბრებთ, რომელთა ყდაც გამოჩენილ ფერმწერთა ტილოებითაა შთაგონებული.  

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ლეგენდარული ჰარდ როკ ბენდის, Guns N' Roses-ის ალბომის Use Your Illusion I გარეკანზე რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერის, რაფაელის ტილოდან "ათენის სკოლა" აღებული ფრაგმენტია გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ბრიტანული ინდი როკ ბენდის, Florence and the Machine-ის სადებიუტო ალბომის Lungs ყდაზე ჯგუფის ვოკალისტი, ფლორენს უელჩი თავისი ფავორიტი მხატვრის, ფრიდა კალოს ტილოს "ორი ფრიდა" მსგავსადაა გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ბრიტანელი გრაიმ არტისტის, Stormzy-ს სადებიუტო ალბომის Gang Signs & Prayer ყდის შთაგონების წყაროდ რენესანსის ეპოქის იტალიელი ხელოვნის, ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი "საიდუმლო სერობა" იქცა.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ინგლისური ნიუ ვეივ ბენდის Bow Wow Wow მინი ალბომის The Last of the Mohicans ყდაზე ჯგუფის წევრები ფრანგი იმპრესიონისტი ფერმწერის, ედუარდ მანეს ტილოს "საუზმე ბალახზე" მსგავსად არიან გამოსახულნი.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ამერიკული როკ დუეტის The White Stripes ალბომის De Stijl სახელწოდება ჰოლანდიაში აღმოცენებული მოდერნისტული მოძრაობისგანაა ნასესხები, ყდა კი ამ სკოლის  გამოჩენილი წარმომადგენლის, პიტ მონდრიანის სტილის გავლენითაა შექმნილი.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

საკულტო ამერიკული როკ ბენდის, Sonic Youth-ის მეხუთე სტუდიური ალბომის Daydream Nation გარეკანზე გერმანელი ხელოვანის, გერარდ რიხტერის ნამუშევრის "სანთელი" ფრაგმენტია გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ლეგენდარული დევიდ ბოუის მეორე სტუდიური ალბომის David Bowie ყდის კონცეფცია უნგრელი ხელოვანისა და ოპტიკური არტის პიონერის, ვიქტორ ვაზარელის ნამუშევარს "პლანეტური ფოლკლორი" ეყრდნობა.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ინგლისური როკ ბენდის The Stone Roses სადებიუტო ალბომის გარეკანი ჯგუფის გიტარისტმა, ჯონ სქვაიერმა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სკოლის ამერიკელი წარმომადგენლის, ჯექსონ პოლოკის სტილის შთაგონებით შექმნა.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ბრიტანელი მუსიკოსის, კრის რის მეოცე სტუდიური ალბომის The Blue Jukebox გარეკანი ამერიკელი ფერმწერის, ედვარდ ჰოპერის ცნობილი ნამუშევრის "ღამის მთეველები" შთაგონებითაა შექმნილი.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

უელსური პანკ ბენდის Funeral for a Friend სადებიუტო ალბომის Casually Dressed & Deep in Conversation გარეკნის კონცეფცია ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ტილოს "შეყვარებულები" ეფუძნება.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

მანჩესტერული კოლექტივის New Order მეორე სტუდიური ალბომის Power, Corruption & Lies ყდაზე ფრანგი ფერმწერის, ანრი ფანტენ-ლატუს ნამუშევრის "ვარდების კალათა" ფრაგმენტია გამოსახული

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ამერიკელი მუსიკოსის, ფრენკ ზაპას ლაივ ალბომის Wazoo ყდა ესპანელი სიურრეალისტი ფერმწერის, სალვადორ დალის ტილოს "მონების ბაზარი ვოლტერის გამქრალი ბიუსტით" პაროდიას წარმოადგენს.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ლეგენდარული ფოლკ შემსრულებელი, ჯონი მიტჩელი მისი მეთხუთმეტე სტუდიური ალბომის Turbulent Indigo გარეკანზე გამოჩენილი პოსტიმპრესიონისტი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტის მსგავსადაა გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

საკულტო ბრიტანული ჰარდ როკ ბენდის, Deep Purple-ის რიგით მესამე სტუდიური ალბომის Deep Purple III გარეკანზე ჰოლანდიელი ფერმწერის, იერონიმუს ბოსხის ნამუშევრის "ტკბობის ბაღი" ფრაგმენტია გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ლეგენდარული ამერიკული როკ ბენდის Fleetwood Mac რიგით მეთოთხმეტე სტუდიური ალბომის Tango in the Night გარეკანი ფრანგი პრიმიტივისტი ფერმწერის, ანრი რუსოს სტილით გახლავთ შთაგონებული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

1960-იან წლებში მოღვაწე ამერიკული როკ ბენდის Morgen ერთადერთი, ამავე სახელწოდების მქონე სტუდიური ალბომის გარეკანზე ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ტილოს "კივილი" დამუშავებული ვერსიაა გამოსახული.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით შთაგონებული ალბომის ყდები

ინგლისელი შემსრულებლის, როდ სტიუარტის მეშვიდე სტუდიური ალბომის A Night on the Town გარეკანზე ფრანგი იმპრესიონისტი ფერმწერის, ოგიუსტ რენუარის ტილო "მეჯლისი მულენ დე ლა გალეტში" გახლავთ გამოსახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული