Thumbnail

არიანა გრანდე: ლედი გაგამ რეპეტიციაზე თვალი გამიკაწრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლედი გაგამ პროექტის Gagavision ახალი, რიგით 48-ე ეპიზოდი გაავრცელა, რომელშიც მისი და პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს ერთობლივი კომპოზიციის Rain On Me კლიპის გადაღებამდე გამართული რეპეტიციები და უშუალოდ ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესია ნაჩვენები. როგორც კადრებიდან ირკვევა, საცეკვაო დარბაზში ვარჯიშისას, გაგამ არიანას შემთხვევით თვალთან ფრჩხილი მოახვედრა, შემდეგ კი მისთვის მალამოს წასმა მოინდომა.

ნახეთ: ლედი გაგამ გამვლელს თავისი ქურთუკი აჩუქა

მოუსმინეთ: ლედი გაგა ალბომს Chromatica ავრცელებს

"ლედი გაგამ თვალი გამიკაწრა, რამხელა პატივია", - ამბობდა ხუმრობით არიანა.
"შენ კი ჩემი გული გაკაწრე", - გამოეპასუხა მას გაგა და თავისი გუნდის წევრებს მალამოს მოტანა სთხოვა.
"იმედი მაქვს, ნაწიბური დამრჩება", - თქვა არიანამ, რის შემდეგაც გაგა მისთვის მალამოს წასმას შეეცადა.
"არა, მინდა, რომ ასე მქონდეს", - გრანდე მას დაუსხლტა.
"სახე გაქვს გაკაწრული, ვერ დავუშვებ ვიდეორგოლის გადაღებამდე ინფექცია შეგეჭრას", - პასუხობს გაგა და არიანას მისდევს.

ლედი გაგამ საკუთარ ტურნეებზე, პერფორმანსებზე, ფოტოსესიებსა თუ ვიდეორგოლებზე მუშაობის ამსახველი მასალის გავრცელება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. პროექტი Gagavision 2014 წელს შეწყდა, თუმცა, ეპიზოდების გავრცელება მიმდინარე წლის მარტში განახლდა.

მუსიკოსებმა ერთობლივი კომპოზიცია Rain On Me და მასზე გადაღებული კლიპი 22 მაისს გაავრცელეს. ტრეკი გაგას ბოლო სტუდიურ ნამუშევარში Chromatica არის წარმოდგენილი. სინგლიც და ალბომიც ბილბორდის ჩარტის სათავეში მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული