Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Flatbush ZOMBiES მსმენელს ახალ კომპოზიციას AFTERLIFE და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ანდერგრაუნდ ჯგუფის ჩანაწერის პროდიუსერი ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯეიმს ბლეიქი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ეს არტისტების პირველი თანამშრომლობაა. ტრეკი ფლეთბუშელების მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Flatbush ZOMBiES 6-ტრეკიან ჩანაწერს now, more than ever ავრცელებს

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - iamlegend

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - Monica Ft. Tech N9ne

Flatbush ZOMBiES 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით Betteroffdead გაიცნო. 2014 წელს ჯგუფმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან, The Underachievers-თან ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. 2019 წლის დასაწყისში ახალგაზრდა რეპერებმა, სუპერჯგუფის Beast Coast შემადგენლობაში, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის Escape From New York შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული