Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმონდ ფრაისი, სასცენო სახელით Conway The Machine, მსმენელს ახალი კომპოზიციით Lemon დაუბრუნდა. ანდერგრაუნდ ემსის ჩანაწერში ლეგენდარული კოლექტივის, "ვუ-თენგის" ერთ-ერთი ლიდერი, ვეტერანი მეთოდ მენი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები Daringer და Beat Butcha არიან, რომლებმაც ქანვეისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლეს.

მოუსმინეთ: Conway და The Alchemist შვიდტრეკიან ჩანაწერს LULU ავრცელებენ

მოუსმინეთ: Conway 9-ტრეკიან ჩანაწერს No One Mourns The Wicked ავრცელებს

ნახეთ: Conway The Machine კლიპს Calvin ავრცელებს

კომპოზიცია ბუფალოელი რეპერის მომავალი ალბომის From King To A GOD სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვება. ქანვეიმ ნამუშევრის ტრეკლისტიც გამოაქვეყნა, რომელშიც მისი არაერთი გავლენიანი კოლეგა მონაწილეობს.

01. From King… (prod. Daringer)
02. Fear of GOD (Ft. DeJ Loaf) | (prod. Hit-Boy)
03. Lemon (Ft. Method Man) | (prod. Daringer and Beat Butcha)
04. Dough & Damani (prod. The Alchemist and Daringer)
05. Juvenile Hell (Ft. Havoc, Lloyd Banks and Flee Lord) | (prod. Havoc)
06. Death Is Sweeter…
07. Front Lines (prod. Beat Butcha)
08. To a GOD
09. Seen Everything But Jesus (Ft. Freddie Gibbs) | (prod. Beat Butcha)
10. Spurs 3 (Ft. Westside Gunn and Benny the Butcher) | (prod. Beat Butcha)
11. Forever Droppin’ Tears (Ft. El Camino) | (prod. Erick Sermon)

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული