Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, Tobacco-მ ახალი კომპოზიცია Babysitter გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ ალბომში Hot Wet and Sassy იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა. ჩანაწერში ცნობილი ჯგუფის Nine Inch Nails წევრი, ტრენტ რეზნორი მონაწილეობს.

Tobacco-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. სოლო კარიერის გარდა, არტისტი ამერიკული ბენდის Black Moth Super Rainbow ფრონტმენია. ამის გარდა, ის მუსიკოს Aesop Rock-თან ერთად დუეტ Malibu Ken-ის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული