Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა ნიუ იორკის ქუჩებში ფული დაარიგა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა გათავისუფლების შემდეგ ნიუ იორკის ქუჩებში გაისეირნა. რეპერმა, რომელიც დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, ინსტაგრამზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურიგებს ბავშვებსა და უფროსებს 100-დოლარიან კუპიურებს და გამვლელებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებს.

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა პატიმრობის დასრულების შემდეგ პირველი კლიპი გადაიღო

ნახეთ: როგორ ემზადებოდა Tekashi 6ix9ine საკუთარი კლიპების გადასაღებად

View this post on Instagram

I heard New York was dangerous smh

A post shared by PUNANI (@6ix9ine) on

ტეკაშიმ სპორტულ მოედანზე ფეხბურთი ითამაშა და ბავშვთა გასართობ პარკშიც გაერთო.

რეპერი აგრეთვე ნიუ იორკის გარეუბანში მდებარე ქალაქ პარამუსის სავაჭრო ცენტრში Westfield Garden State Plaza შენიშნეს, სადაც მისმა გამოჩენამ გამვლელების ყურადღება მიიქცია.

როგორც ტვიტერზე დაიწერა, მოლში ყოფნისას მცირე ინციდენტებიც მოხდა:

"ტეკაში მოლშია და ერთმა ბიჭმა მასთან ჩხუბი სცადა".

"ჩემს თანამშრომელს სახეში კინაღამ მუშტი მოხვდა ტეკაშის გადაღების გამო".

"6ix9ine შეშინებული ჩანდა".

რეპერმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც გაითამაშა, თითქოს მოსაკლავად მისდევენ.

"ამას ელოდებით, ხო?", - მიმართავს ტეკაში გამომწერებს.

მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ამოეწურა. არტისტს მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სასჯელის შესამსუბუქებლად 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. რეპერი ახლო მომავალში ორი ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს და აქტიურად ავრცელებს ახალ ტრეკებსა და მათზე გადაღებულ კლიპებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული