ცნობილმა გიტარისტებმა, ბრაიან მეიმ, ტოსინ აბასიმ (Animals as Leaders), ნუნო ბეტანკურმა (Extreme), ზაკ უაილდმა (Black Label Society), სტივ ვაიმ და ინგვეი მალმსთიინმა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ჰიტის Bohemian Rhapsody ინსტრუმენტული ვერსია გაავრცელეს. მუსიკოსებმა თავიანთი პარტიები სოციალური დისტანცირების დაცვით შეასრულეს.
► სიმღერის ისტორია: Bohemian Rhapsody
1975 წელს გამოშვებული Bohemian Rhapsody "ქუინის" მეოთხე სტუდიურ ალბომში A Night at the Opera შედის. 2004 წელს ჩანაწერი გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2018 წლის დეკემბერში სიმღერა მუსიკალურ პლატფორმებზე მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი ჩანაწერი გახდა.
კომენტარები