Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წარმომადგენელმა, არმანი სეზარმა კოლექტივში გაწევრიანების შემდეგ პირველი ახალი კომპოზიცია Simply Done გამოაქვეყნა. რეპერის ჩანაწერში "გრიზელდას" ცნობილი წევრი Benny The Butcher მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი ლეგენდარული მუსიკოსი DJ Premier გახლავთ.

მოუსმინეთ: DJ Premier - Headlines Ft. Westside Gunn, Conway & Benny

მოუსმინეთ: Benny The Butcher და DJ Drama ახალ მიქსტეიპს ავრცელებენ

არმანი "გრიზელდას" დამფუძნებლის, ვესთსაიდ განის მსგავსად, შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოდან გახლავთ. მან რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა, მუსიკას მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, აქვეყნებს. გაერთიანებაში ის მიმდინარე წელს გაწევრიანდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული