Thumbnail

ნახეთ: რიანა Harper’s Bazaar-ის ახალ ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ამერიკული მოდის ჟურნალის Harper’s Bazaar სექტემბრის ნომრის სტუმარია. 32 წლის არტისტის ფოტოები გამოცემის ფურცლებსა და გარეკანზე მოხვდა.

Rihanna: ჩემი ახალი ალბომი იმედს არ გაგიცრუებთ

ნახეთ: A$AP Rocky და რიანა Fenty Skin-ის სარეკლამო ვიდეოში

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

ფოტოგრაფ გრეი სორენტის ობიექტივში რირი თავისი ბრენდის Fenty, აგრეთვე, Bottega Veneta-ს, John Galliano-ს, Chanel-ის, Artifact-ის, Max Mara-ს, Miu Miu-ს, Celine-ს, Saint Laurent-ის, Dior-ის, Bottega Venta-ს სამოსით, Savage X Fenty-ს თეთრეულით, ასევე, Manolo Blahnik-ისა და Amina Muaddi-ის ფეხსაცმელებით პოზირებს.

რიანამ გამოცემისთვის ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც აღწერს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე. ვიდეოში რირი კანის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზის, Fenty Skin-ის პროდუქციას იყენებს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული