Thumbnail

ფრანგული ჰევი მეტალ ბენდი Gojira ახალ კომპოზიციას Another World და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა ბოლო 4 წელიწადში გამოსცა. კლიპის ავტორები მაქსიმ ტიბერგინი და სილვიან ფავრი არიან.

Gojira ქალაქ ბაიონაში 1996 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Terra Incognita გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Magma მოუტანა, რომელიც გრემის დაჯილდოებაზე ორ სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული