Thumbnail

პერის ჯექსონი: სექსუალური იდენტობის კატეგორიზება მოძველებული პრაქტიკაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა ჟურნალ People-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საკუთარ სექსუალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სექსუალური იდენტობის კატეგორიზება მოძველებული პრაქტიკაა.

► პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

► პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

"არა მგონია, არსებობდეს კატეგორია, რომელიც ჩემს სექსუალურ იდენტობას ზუსტად განსაზღვრავს. კლასიფიკაციის საჭიროებას წარსულში ვტოვებთ, რაც ძალიან კარგია", - აღნიშნავს 22 წლის პერისი.

► მოუსმინეთ: პერის ჯექსონის პროექტმა Soundflowers სადებიუტო ნამუშევარი გაავრცელა

გოგონამ ინტერვიუში აგრეთვე გაამხილა, როგორ უმკლავდება დეპრესიასა და შფოთს.

"დეპრესიასა და შფოთს ყველა თავისებურად ებრძვის. ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს, ყველას ვურჩევ, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მოიძიონ, რომ მათთვის ყველაზე შესაფერისი მეთოდი გამონახონ ამასთან გასამკლავებლად. ჩემს შემთხვევაში ეს მედიტაცია და დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიაა. ვცდილობ, ისეთ ადამიანებსა და გარემოში გავატარო დრო, რომლებიც ჩემს სულიერ სამყაროს ავსებენ და ბედნიერებას მანიჭებენ", - ამბობს მუსიკოსი.  

პერის ჯექსონმა 2018 წელს წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული