Thumbnail

ბილი აილიში: ამ არტისტს ყველაფერი აქვს, რასაც ვაღმერთებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 ეთერში პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშისა და მამამისის, პატრიკ ო’კონელის რადიოგადაცემის Me & Dad Radio მეხუთე ეპიზოდი გავიდა, რომლის სტუმარიც 18 წლის გოგონას ძმა და მუსიკალური პარტნიორი, ფინიას ო’კონელი იყო. ამ უკანასკნელმა და ბილიმ ის კომპოზიციები ჩამოთვალეს, რომლებიც ბავშვობაში უყვარდათ, ერთმანეთს უზიარებდნენ და რომლებმაც მათ შემოქმედებაზე მოახდინეს გავლენა. ამ თემაზე საუბრისას აილიშმა აღნიშნა, რომ მისი ყველა დროის ერთ-ერთი რჩეული არტისტი მუსიკოსი და მსახიობი, დონალდ გლოვერი, იგივე ჩაილდიშ გამბინოა.

ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა მისი ახალი სიმღერა My Future

ბილი აილიშმა ბავშვობის საყვარელი კომპოზიციები დაასახელა

ბილი აილიში: ახლა გავიაზრე, რომ ჩემი საყვარელი სიმღერა ტეილორ სვიფტის ყოფილა

რადიოშოუს მიმდინარეობისას ეთერში გამბინოს სადებიუტო ალბომში Camp შესული კომპოზიცია Bonfire გავიდა, თუმცა, გოგონამ აქვე გაიხსენა, რომელი სიმღერა მოისმინა პირველად დონალდის შემოქმედებიდან.

"მგონი, მეც და ფინიასმაც სწორედ ამ ალბომით აღმოვაჩინეთ დონალდ გლოვერი. შესანიშნავი ნამუშევარია. პირველი სიმღერა, რომელსაც დონალდის შემოქმედებიდან მოვუსმინე, და, ზოგადად, პირველი რეპ ნამუშევარი, რომელსაც მოვუსმინე, Heartbeat იყო. ყველამ იცის, რომ დონალდ გლოვერი ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი ფავორიტი შემოქმედია. მას ყველაფერი აქვს, რასაც ხელოვანში ვაღმერთებ და რაზეც ვფიქრობ, რომ გასაოცარია. ტრეკი Bonfire კი განსაკუთრებულია, რაც კი ოდესმე მომისმენია", - აღნიშნა ბილიმ.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული