Thumbnail

იოკო ონო: ჯონ ლენონს რომ ეცოცხლა, ჰიპ ჰოპშიც ცდიდა ბედს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოს ჯონ ლენონს ჯგუფ The Beatles-ში მოღვაწეობისა თუ სოლო კარიერის განმავლობაში არაერთ ჟანრთან ჰქონია შეხება, თუმცა, თაყვანისმცემლებისთვის არასდროს შეუთავაზებია რეპ კომპოზიცია. ჰიპ ჰოპი ბრონქსში 1970-იან წლებში წარმოიშვა, ლენონი კი 1980 წელს მოკლეს.

რატომ არ მოსწონდა ჯორჯ ჰარისონს იოკო ონო

ჯონ ლენონის შვილი: მამა, იოკო ონოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა

იოკო ონო: ჯონი 39 წლის შემდეგაც მენატრება

2000 წელს წიგნის Lennon Remembers განახლებულ გამოცემაში ლენონის ცოლისა და მუსიკალური პარტნიორის, იოკო ონოს კომენტარებიც დაიბეჭდა. სწორედ აქ გამოთქვამდა ის ვარაუდს, თუ როგორ შეიძლებოდა, ასახულიყო ჯონზე ჰიპ ჰოპი და ინტერნეტი.

"ხშირად მეკითხებიან, ჯონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებულიო. როგორც არტისტი, ის მუდმივად სიახლეებისკენ ილტვოდა. ჯერ კიდევ სიდ ვიშესამდე იყო პანკი, ჰიპ ჰოპის გაჩენამდე კი რეპერი. რას გააკეთებდა ახლა ჯონი? დიდი შანსია, რეპერებს შეერთებოდა და ამავდროულად ინტერნეტში ყოფილიყო გადაშვებული. წესით მას ძალიან მოეწონებოდა ინტერნეტი. ყოველთვის ლაპარაკობდა ე.წ. გლობალური სოფლის მნიშვნელობაზე, რაც ტექნოლოგიების განვითარების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობდა. ნამდვილად აღფრთოვანებული იქნებოდა იმით, რომ ეს შესაძლებელი გახდა", - ამბობდა იოკო.

აღსანიშნავია, რომ The Beatles-ისა და ჯონ ლენონისა და იოკო ონოს პროექტის, Plastic Ono Band-ის კომპოზიციების სემპლები თუ მელოდიები საკუთარ ნამუშევრებში ისეთ არტისტებს აქვთ გამოყენებული, როგორებიც არიან: Nas, Wiz Khalifa, Talib Kweli, Rae Sremmurd, Wu-Tang Clan და ქანიე ვესთი და სხვები.

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ყოფილმა წევრმა, ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული