Thumbnail

ნახეთ: როგორ მოაწყო სელენა გომესმა ახალ სახლში მუსიკის ოთახი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა რამდენიმე თვის წინ კალიფორნიის დასახლება სან ფერნანდოში 4,9 მილიონ აშშ დოლარად 2017 წელს გარდაცვლილი როკ მუსიკოსის, ტომ პეტის საცხოვრებელი შეიძინა. ახლახან მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე ფოტო გაუზიარა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოაწყო მან ახალ სახლში მუსიკის ოთახი.

ფოტოგალერეა: სელენა გომესმა $4,9 მილიონად ტომ პეტის სახლი იყიდა

სელენა გომესს მართვის მოწმობის ასაღებად 19 ცდა დასჭირდა

ნახეთ: ტრევორ დანიელმა და სელენა გომესმა კომპოზიციაზე Past Life კლიპი გადაიღეს

ხის ჭერითა და ქვის ფილებით მოპირკეთებული, მანსარდის ტიპის ოთახისთვის მომღერალმა ბრენდ Anthropologie-ს შპალერი Paradisa Wallpaper შეარჩია, რომელსაც ბორდოსფერი ხავერდის სავარძლები შეუხამა. ოთახის ცენტრში კი თეთრი ფერის როიალია განთავსებული.

"აი, რითი ვიყავი დაკავებული კარანტინში - ახალ სახლში გადაბარგებითა და გიტარის გაკვეთილებით", - დაასათაურა 28 წლის არტისტმა ფოტო.

სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული