Thumbnail

მოუსმინეთ: მაქს რიხტერი ახალ პროექტს Voices ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მაქს რიხტერმა ახალი პროექტი Voices გაავრცელა. ორნაწილიანი სტუდიური ნამუშევარი 50 კომპოზიციას აერთიანებს.

მაქს რიხტერის პროექტის Voices ინსპირაცია გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გახდა. მუსიკოსის ახალ ალბომში 70-ზე მეტ ენაზე წაკითხული სწორედ ამ დოკუმენტის ნაწყვეტები გაერთიანდება. აღსანიშნავია, რომ რიხტერი პროექტზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცა

კომენტარები

ბოლოს დამატებული