Thumbnail

ნახეთ: როჯერ უოტერსმა ჯონ პრაინის კომპოზიცია Hello In There შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა და ჯგუფმა Lucius ამერიკელი არტისტის, ჯონ პრაინის პატივსაცემად მისივე კომპოზიცია Hello In There დააქავერეს. ტრეკის თავდაპირველი ვერსია პრაინის სადებიუტო ალბომში John Prine არის წარმოდგენილი, რომელიც 1971 წელს გამოიცა.

ნახეთ: როჯერ უოტერსმა Pink Floyd-ის სიმღერა Two Suns in the Sunset შეასრულა

ნახეთ: როჯერ უოტერსი სიმღერას Another Brick in the Wall ასრულებს

როჯერ უოტერსი: დევიდ გილმორს Pink Floyd-ის ვებგვერდზე დაბლოკილი ვყავარ

როჯერ უოტერსმა სიდ ბარეტთან, რიჩარდ რაითთან და ნიკ მეისონთან ერთად ჯგუფი Pink Floyd 1965 წელს დააარსა. მუსიკოსმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელმაც Billboard 200-ში რეკორდული დრო, 900-ზე მეტი კვირა დაჰყო.

1984 წელს უოტერსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Pros and Cons of Hitch Hiking გაავრცელა. გრემის მფლობელ მუსიკოსს დღემდე ხუთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათ შორის ბოლო Igor Stravinsky's The Soldier's Tale 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული