Thumbnail

მოუსმინეთ: Anohni ბობ დილანისა და ნინა სიმონეს კომპოზიციების ქავერებს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისელი არტისტი Anohni ახალ 7-იანჩიან ვინილს ავრცელებს. სინგლი ლეგენდარული მუსიკოსების, ბობ დილანისა და ნინა სიმონეს კომპოზიციების It's All over Now, Baby Blue და Be My Husband ქავერ ვერსიებს აერთიანებს.

ენტონი ჰეგართიმ პოპულარობა ჯგუფ Antony and the Johnsons-ში მოღვაწეობით მოიპოვა. 2016 წელს მან ფსევდონიმით Anohni სადებიუტო სოლო ნამუშევარი Hopelessness გამოუშვა, რომელიც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ წლის საუკეთესო ალბომებს შორის დაასახელა. ამავე წელს არტისტის მიერ დაწერილი კომპოზიცია Manta Ray ოსკარზე "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული