Thumbnail

ნახეთ: ჯენის ჯოპლინი 1969 წელს Woodstock-ზე კომპოზიციას Ball and Chain ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვირტუალური ფესტივალის Summer Encore Festival ფარგლებში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ჯენის ჯოპლინის 1969 წლის პერფორმანსი გავრცელდა. ვიდეოჩანაწერში ის, ფესტივალ Woodstock-ზე გამოსვლისას, კომპოზიციას Ball and Chain ასრულებს.

ამერიკული კომპანია Qello-ს ორგანიზებით ვირტუალური ფესტივალი Summer Encore Festival იმართება, რომლის ფარგლებშიც, 18 აგვისტოს ჩათვლით, მათ ვებგვერდზე სხვადასხვა ცნობილი არტისტისა თუ ჯგუფის პერფორმანსები განთავსდება.

ჯენის ჯოპლინმა კარიერა 1962 წელს დაიწყო. ის ჯგუფ Big Brother and the Holding Company-ს წევრიც გახლდათ. 1995 წელს ჯოპლინი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კი ის 2004 წელს ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის დაასახელა. მან 4 სოლო ალბომის გამოცემა მოასწრო. ჯოპლინი 1970 წელს, 27 წლის ასაკში ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული