Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-ის წევრებმა Sprawl II (Mountains Beyond Mountains) შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული კანადური ჯგუფის Arcade Fire წევრებმა, უინ ბატლერმა და მისმა ცოლმა, რეჯინ შასანმა კოლექტივის რიგით მესამე ალბომის The Suburbs ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნამუშევარში შესული ერთ-ერთი სინგლი Sprawl II (Mountains Beyond Mountains) შეასრულეს. ბენდმა ჩანაწერი ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

ნახეთ: Arcade Fire-მა ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, ვინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წლის 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული