Thumbnail

თაყვანისმცემელთა ვარაუდით, ტრევის სკოტის მომავალ ალბომს Utopia ერქმევა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

3 აგვისტოს თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენლის, ტრევის სკოტის ბოლო ალბომის Astroworld გამოქვეყნებიდან ორი წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ჰიუსტონელი ტვიტერზე გამოეხმაურა:

ტრევის სკოტმა ლოს ანჯელესში სახლი $23.5 მილიონად ნაღდი ფულით იყიდა

ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა ტრევის სკოტისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია შექმნა

"ასტროვორლდს" ორი წელი შეუსრულდა. ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი და ძვირფასი ნამუშევარია. მადლობა ყველას, ვინც ალბომის მოსმენისას ისიამოვნეთ და წვეულებებს ამ მუსიკის ფონზე მართავდით. ძალიან მიყვარხართ. წინსვლა განვაგრძოთ. უტოპიაში შევხვდებით".

მოგვიანებით ტრევისმა ინსტაგრამზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც აგრეთვე სიტყვა Utopia დააწერა.

View this post on Instagram

Utopia

A post shared by flame (@travisscott) on

ზემოთ მოცემული პოსტებით მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა ივარაუდეს, რომ სკოტმა მომავალი ალბომი დააანონსა და მას "უტოპია" ერქმევა.

"ასტროვორლდი" ტრევისის რიგით მესამე და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომია. დღემდე მსოფლიო მასშტაბით მისი 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჩანაწერი გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ალბომის" კატეგორიაშიც იყო ნომინირებული. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ სტუდიური ნამუშევარი დეკადის საუკეთესო ალბომებს შორის დაასახელა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული