Thumbnail

ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა მისი ახალი სიმღერა My Future

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 ეთერში თავის ახალ კომპოზიციასთან My Future დაკავშირებით ისაუბრა. წამყვან ზეინ ლოუის კითხვას, თუ რის შესახებაა სიმღერა, 18 წლის არტისტმა უპასუხა:

ნახეთ: სიმღერა My Future, რომელიც ბილი აილიშმა ორ დღეში შექმნა

ბილი აილიში: სკოლაში არასოდეს მივლია

ბილი აილიში: ბავშვობაში ძალიან რელიგიური ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა

"ის პიროვნული ზრდის შესახებაა. მრავალი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შემძლებოდა. არ ვსაუბრობ ურთიერთობებზე. ზოგადად, ყველაფერს ვგულისხმობ. მარტო ყოფნა არასდროს შემეძლო. ჩემს თავთან დიდხანს მარტო ვერ ვრჩებოდი. არ ვიცი, უბრალოდ, ვიგრძენი, რომ განვითარება მჭირდებოდა. ჩემი თავისთვის დრო უნდა დამეთმო და ეს გავაკეთე. ძალიან რთულია, სხვების ნაცვლად საკუთარ თავს დაეყრდნო, იმაზე ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიმღერა პიროვნულ ზრდასა და ბედნიერებაზეა, მისი მოსმენისას ვფიქრობ - ოჰო, ეს ნამდვილად შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას-მეთქი. უიმედო მდგომარეობაა რაღაცის ქონის იმედი. საერთოდ შეიძლება, რაიმე ისურვო? ეს დაუჯერებელია, მაგრამ ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ჩვენ მუსიკა და იმედი გვჭირდება", - აღნიშნავს ბილი.

ბილი აილიშმა სიმღერა ძმასთან და მუსიკალურ პარტნიორ ფინიასთან ერთად კარანტინის პერიოდში ორ დღეში შექმნა და ანიმაციურ კლიპთან ერთად ახლახან გაავრცელა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული