Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსის, მაიკ სკინერის პროექტმა The Streets ახალი კომპოზიცია None of Us Are Getting Out of This Life Alive და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი ამავე სახელწოდების მქონე მიქსტეიპში შედის, რომელიც სკინერმა 11 ივლისს გამოსცა. ჩანაწერში ინგლისური ჯგუფი Idles მონაწილეობს.

მოუსმინეთ: The Streets - Falling Down

The Streets ბირმინგემში 1994 წელს მულტიინსტრუმენტალისტმა, მაიკ სკინერმა ჩამოაყალიბა. 2002 წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ პროექტმა სადებიუტო ალბომი Original Pirate Material გაავრცელა. სთრითსს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული