Thumbnail

ნახეთ: EarthGang კლიპს Top Down აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური ჰიპ ჰოპ დუეტი EarthGang მსმენელს კომპოზიციაზე Top Down გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ცნობილი კომპოზიციის ავტორი მუსიკოსი Childish Major გახლავთ. ნამუშევარი სამხრეთული გაერთიანების ბოლო ალბომის MirrorLand ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: EarthGang-ის ოლუმ მარვინ გეის What's Going On დააქავერა

ნახეთ: EarthGang ვიდეორგოლს Fields ავრცელებს

ნახეთ: EarthGang კლიპს Avenue ავრცელებს

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული