Thumbnail

რა პირადი ინფორმაციის გათქმის გამო დაითხოვა ფრედი მერკურიმ მენეჯერი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არტისტის ცხოვრების ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟი კოლექტივის ყოფილი მენეჯერი, პოლ პრენტერი იყო, რომელთანაც მუსიკოსს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომანიც აკავშირებდა. ფართო მასებისთვის კი წყვილის ურთიერთობის დეტალები კინოსურათიდან Bohemian Rhapsody გახდა ცნობილი. ფილმში აღწერილია, რამდენად ცუდ გავლენას ახდენდა მენეჯერი შემსრულებელზე, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მათი ისტორია ფრედისთვის კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბიოგრაფიულ ნამუშევარშია ნაჩვენები.

ჯიმ ჰატონი: ფრედიმ მკითხა, რა მინდოდა ცხოვრებისგან და ყველაფერი შემისრულა

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

პოლ პრენტერი მუსიკოსთან 1977-86 წლებში თანამშრომლობდა. როგორც დასავლურ მედიაში იწერება, მენეჯერი რადიოებს არ სწყალობდა და კოლექტივის არაერთ ინტერვიუს აუქმებდა. სიტუაცია კი 1982 წელს, ალბომის Hot Space გამოშვების შემდეგ დაიძაბა, როდესაც "ქუინის" წევრებმა, ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ჩანაწერის ჟღერადობა გააკრიტიკეს. მასში შესული კომპოზიციებით არც კოლექტივის თაყვანისმცემლები დარჩენილან კმაყოფილი, რომლებმაც დისკოს, საცეკვაო და პოპ მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევარი დაიწუნეს. ჟურნალმა Q-მ კი Hot Space იმ გავლენიანი როკ ჯგუფების ნამუშევრებს შორის დაასახელა, რომლებმაც საკუთარი ნიშა დაკარგეს.

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი დამშვიდობება თაყვანისმცემლებთან

პოლმა ფრედისთვის უპატიებელი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში მომღერლის პირადი ცხოვრების დეტალები გაასაჯაროვა. პოლის მონათხრობით, მერკურის უამრავ მამაკაცთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ორი კი უკვე შიდსისგან იყო გარდაცვლილი. არსებული ინფორმაციით, ამ დროს წყვილი დაშორებული იყო, თუმცა, პოლი მის მენეჯერად რჩებოდა.

"ფრედიმ მომიყვა, რომ პირველად მამაკაცთან სექსი 14 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ინდოეთში სწავლობდა. ტურნეში ყოფნისას ყოველ ღამე სხვადასხვა კაცთან წვებოდა. ნომერში გამთენიისას, 06:00-07:00 საათზე ბრუნდებოდა და მარტო თითქმის არასდროს იყო. მას მარტო დაძინების ეშინია - საერთოდ დიდი ხნით მარტო ყოფნა არ უყვარს. ფრედის ასობით კაცთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ის უფრო მოსალოდნელი იყო, წყალზე მოსიარულე დამენახა, ვიდრე ქალთან ერთად. როცა მისი მეგობრების გარდაცვალების შემთხვევები დაიწყო, ფრედი მიხვდა, რომ საკუთარი მგზნებარე ცხოვრებისთვის წერტილი უნდა დაესვა", - ყვებოდა ის.

ინტიმური დეტალების გასაჯაროების შემდეგ, ფრედიმ პოლი გაათავისუფლა და სიცოცხლის ბოლომდე მისთვის ხმა აღარ გაუცია. აღსანიშნავია, რომ პრენტერი, ისევე, როგორც თავად ფრედი, შიდსისგან გამოწვეული გართულებებით 1991 წელს გარდაიცვალა.

ფრედი მერკური და პოლ პრენტერი

სტატიის წაკითხვის შემდეგ ფრედი მერკურის რეაქციის შესახებ მისმა ცნობილმა პარტნიორმა, ჯიმ ჰატონმა წიგნში Mercury and Me ისაუბრა.

"ფრედი ამ სტატიამ გაანადგურა. ისევე, როგორც მე. მას ყოფილმა მეგობარმა, პოლ პრენტერმა უღალატა. სტატიაში სახელებით იყო დაწერილი, რომ მისი ორი საყვარელი, ტონი ბასტინი და ჯონ მერფი შიდსმა იმსხვერპლა. ფრედის საყვარლების ისტორია სამ გვერდზე იყო მოთხრობილი. პოლი ამტკიცებდა, რომ ფრედიმ ერთ ღამეს დაურეკა და უთხრა, რომ ეშინოდა, თავადაც არ ჰქონოდა ეს დაავადება. გაზეთში პრენტერის ისტორიები ეტაპობრივად იბეჭდებოდა და ფრედი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ბრაზდებოდა. მისთვის ხმა აღარ გაუცია. პოლმა გაზეთს მისი ფოტოებიც მიჰყიდა, რომლებზეც საყვარლებთან ერთად იყო აღბეჭდილი", - იხსენებდა ჯიმი და აღნიშნავდა, რომ პოლი ფრედისთვის თავისი საქციელის ახსნას შეეცადა, თუმცა, მუსიკოსმა ამის შანსიც არ მისცა.

ჯიმ ჰატონი და ფრედი მერკური

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. ფრედი 1991 წლის 24 ნოემბერს, შიდსის ფონზე განვითარებულ ბრონქიალურ პნევმონიას ემსხვერპლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული