Thumbnail

მოუსმინეთ: The Stooges კომპოზიციის Fun House ლაივ ჩანაწერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

საკულტო ჯგუფმა The Stooges კომპოზიციის Fun House ლაივ ჩანაწერი გაავრცელა. პროტო პანკ კოლექტივმა სიმღერა თავდაპირველი შემადგენლობით გამართული უკანასკნელი კონცერტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

იგი პოპმა ჯგუფის თანადამფუძნებლებთან: რონ ეშტონთან, სკოტ ეშტონთან და დეივ ალექსანდერთან ერთად უკანასკნელი პერფორმანსი 1970 წლის 8 აგვისტოს მიჩიგანში ჩაატარა.

The Stooges მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ არბორში 1967 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივმა, რომლის შემადგენლობაც წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, სულ 5 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. პროტო პანკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ბენდი საბოლოოდ 2016 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული