Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინმა კომპოზიციაზე Thug Life კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დუეინ კარტერმა, ფსევდონიმით Lil Wayne, კომპოზიციაზე Thug Life გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მისი ბოლო ალბომის Funeral დელუქს ვერსიაშია წარმოდგენილი. ჩანაწერში ლილ უეინის გარდა მისი ლეიბლის Young Money Entertainment წევრი რეპერები, Jay Jones და Gudda Gudda მონაწილეობენ.

ლილ უეინი ალბომზე Tha Carter VI მუშაობს

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული