Thumbnail

ირანში ჯგუფ Arsames-ის წევრებს მეტალის დაკვრისთვის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ირანული დეს მეტალ ჯგუფის, Arsames-ის წევრებს, რომლებიც ივლისის დასაწყისში საკუთარი შემოქმედების გამო დააპატიმრეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოცემა Metal Injection-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლექტივს "სატანური მუსიკის შექმნასა და ისლამური ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში" ადანაშაულებენ.

ირანში მეტალ ჯგუფ Confess-ის წევრებს მათი შემოქმედების გამო 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნახეთ: ირანში მუსიკალური ალბომების ყდებიდან ქალი არტისტები წაშალეს

ნახეთ: ირანში 19 წლის გოგონა ინსტაგრამზე ატვირთული ცეკვის ვიდეოს გამო დააკავეს

"Arsames-ის დაკავება და 15-წლიანი პატიმრობის შეფარდება უკავშირდება იმას, რომ ეს სატანისტური მეტალ ბენდია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს ", - ვკითხულობთ გავრცელებულ დოკუმენტაციაში.

დაპატიმრებიდან მალევე ჯგუფის წევრები გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. Metal Injection-ის ცნობით, ისინი ამჟამად უსაფრთხოდ არიან და სასამართლო პროცესებს ელოდებიან.

ირანის ხელისუფლება მეტალ მუსიკაში მოღვაწე არტისტებს აქტიურად დევნის. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ბენდს Confess უკავშირდება, რომელიც საკუთარი შემოქმედების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მუსიკოსები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მათ ირანი დაუყოვნებლივ დატოვეს და საბოლოოდ ნორვეგიაში მიიღეს თავშესაფარი.

Arsames 2002 წელს ქალაქ მეშჰედში ჩამოყალიბდა. მათ სადებიუტო ალბომი Immortal Identity 2010 წელს გაავრცელეს. კოლექტივს მონაწილეობა აქვს მიღებული თურქეთსა და სომხეთში, ასევე, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ მუსიკალურ ფესტივალებში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული