ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ყველა დროის ფავორიტი რეპერების ათეულში ემინემს ვერ დაასახელებს, რჩეული მუსიკოსები ჩამოთვალა. მის სიაში LL Cool J, KRS-One, Rakim და სხვები მოხვდნენ.
► Snoop Dogg: ემინემს ჩემს ფავორიტ 10 რეპერს შორის ვერ დავასახელებ
"ბევრი ადამიანი განაწყენდა ჩემზე, რომ ვიღაც-ვიღაცები ფავორიტ 10 ჰიპ ჰოპ არტისტს შორის არ დავასახელე. თუ ამით შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, არა უშავს, გადაიტანთ. მეც არაერთი ათეულის მიღმა დავრჩი, ამ სიაშიც კი არ ვარ", - წერს სნუპი.
სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ალბომით Doggystyle დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.
კომენტარები